ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეკატერინბურგის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა.ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში ჰოლანდელ ნოელ ვან ტი ენდთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.საქართველოს ნაკრები ეკატერინბურგში 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა და უკან სამი მედლით ბრუნდება.ბექა ღვინიაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედლებს ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ლუკა მაისურაძე (81) დაეუფლნენ.