12 იანვრის მდგომარეობით, 318 ობიექტი შემოწმდა და პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე 318-ვე ობიექტის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 28 ნოემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ ჯამში 47 435 კომპანია შემოწმდა, მათგან 25 913 კომპანიის მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპანიები განხორციელდა.
ამასთან, ფერაძის თქმით, 14 588 ობიექტი განმეორებით შემოწმდა და ყველა კომპანია, რომელშიც რემონიტორინგი განხორციელდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს სრულად აკმაყოფილებდა.