საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, საქართველოში არა პოლიტიკური, არამედ „პარტიული კრიზისი არსებობს, რომელიც ოპოზიციას აზიანებს“. მან ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, „გონს მოეგონ“ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, ბექა დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არის. მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზოციის დიდი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს არ იზიარებს.