ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით 30-მდე დამკვირვებლის სახელით მიმართა.როგორც დამკვირვებლების ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების დამხობის სავარაუდო ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
უფლებადამცველის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას 41 ლარის ოდენობით ითხოვენ.
დამკვირვებლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.