ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა მაღაზიები დაარბიეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოქალაქეები ქალაქში მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, ბეირუთში სამი დღის წინ მომხდარ ძლიერ აფეთქებას სულ მცირე 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 5000-ს აღწევს. ქვეყნის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ, სადაც, მათი განმარტებით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირი დააკავეს.