ბეირუთის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია დედაქალაქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. მარვან აბოუდის თქმით, ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება გასული კვირის სამშაბათს მოხდა. ქვეყნის ხელისუფლების თქმით, ერთ-ერთ საწყობში უსაფრთხოების ნორმების გარეშე შენახული 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აქტივისტებსა და სამართალდამცეავებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა.