"ბეემვეს" მესამე კვარტლის საოპერაციო მოგება 33%-ით გაიზარდა. რაც კომპანიის განმარტებით, უგზოობის მოდელებისა და ქროსოვერების გაყიდვების ზრდის შედეგია. გარდა ამისა, მოგების ზრდას ხელი ერთჯერადი ფაქტორების არარსებობამაც შეუწყო, რომლებმაც შარშან ამ დროს მოგების კლება გამოიწვია.
ბავარიული კომპანიის განცხადებით, მესამე კვარტალში გადასახადების გადახდამდე შემოსავალმა 2 მილიარდ 290 მილიონი ევრო შეადგინა. შედარებისთვის, წინა კვარტლის შემოსავალი მილიარდ 720 მილიონი ევრო იყო.
ამასთან, კომპანიის ცნობით, „ბეემვეს“ ჯგუფის მიერ ავტომობილების გაყიდვა 2.6%-ით გაიზარდა. განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით, SUV კლასის მოდელები - X3 და X4 სარგებლობს, რომლებიც მაღალი მარჟით გამოირჩევა. თანდათან იზრდება მოთხოვნა ელექტრომობილებსა და ელექტრიფიცირებულ, მათ შორის, ჰიბრიდულ მოდელებზე.
კომპანიის პროგნოზით, 2021 წლისთვის ასეთი ავტომობილების გაყიდვები გაორმაგდება, 2021-2025 წლების პერიოდში კი მათი გაყიდვების წლიური მატება 30%-ს მიაღწევს.