Plastic Promises ანგარიშის თანახმად, მაღაზიებში პლასტიკის შეფუთვის აკრძალვა შესაძლოა, გარემოსთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიები პლასტიკიდან სხვა სახის შეფუთვის გამოყენებაზე გადავიდნენ, რომელიც პოტენციურად, შეიძლება გარემოსთვის საზიანო აღმოჩნდეს. შესაბამისი გაფრთხილება ინტერპარტიულმა საპარლამენტო ჯგუფმა გაავრცელა.
ანგარიშის თანახმად, მომხმარებელთა 80% ფიქრობს, რომ ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი პლასტიკი გარემოსთან მეგობრულია, თუმცა, ცოტას თუ ესმის, ეს რას ნიშნავს. რითეილერები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გადამუშავებადმა პლასტიკმაც შეიძლება დააბინძუროს გარემო, თუ შესაბამისად არ გადამუშავდება.