BBC-ის ინფორმაციით, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცეცხლი გახსნა, რა დროსაც მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.
გამოცემის მიხედვით, აქციის მონაწილეები ქუჩაში პოლიციის მხრიდან გახშირებული ძალადობის ფაქტებს აპროტესტებდნენ, რა დროსაც სამართალდმაცავებმა მათ მიმართ სროლა დაიწყეს.
მომხდარს ნიგერიის ხელსიუფლება გამოეხმაურა. მათი თქმით, დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება და თითოეული დამნაშავე პასუხს აგებს.