რამდენიმედღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მინეაპოლისში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ძალებია მობილიზებული. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინესტოტას შტატის გუბერნატორმა ტიმ ვალცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციები უკონტროლო გახდა და მომიტინგეებმა შენობები დაწვეს.
შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. 46 წლის ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში მძლავრი პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს თეთრკანიანი პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე მათგანი გადაწყვეს. პოლიციამ საპასუხო ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.