დიდ ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი ქართველ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. 22 იანვარს ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ჯეკ შეპარდი მარტის შემდეგ საქართველოში იმალებოდა. BBC-სთვის ცნობილი გახდა, რომ შეფერდი, რომელიც გასული წლის ივლისში შარლოტა ბრაუნის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, თავს სწორედ საქართველოს დედაქალაქს აფარებდა. ბრიტანულმა ტელეარხმა ქართველ სამართალდამცავებზე ადრე მოიპოვა ინფორმაცია და ჩანაწერებიც, რომლებიც შეფერდის თბილისში ყოფნას ადასტურებ. ჯეკ შეფარდს ბრალი მდინარე ტემზაზე ნავის შეჯახების შედეგად ქალის არაგანზრახ მკვლელობაში ედება. გასული წლის 26 იანვარს სასამართლომ 31 წლის მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შემდეგ შეფერდი სასამართლო სხდომაზე აღარ გამოჩენილა.ინციდენტი მდინარე ტემზაზე 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. შეფერდმა შარლოტა ბრაუნს მდინარეზე ნავით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. ნავი, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურვევლი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ. შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. ქალის ოჯახი ითხოვს, ჯეკ შეფერდმა თავისი დაუდევარი ქმედებებისთვის პასუხი აგოს.