03:22
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
BBC-ის ინფორმაციით, ბიტკოინის მწარმოებელ ქვეყანათა შორის საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
07-11-2019

"ბიბისის" ჟურნალისტი ედ ბატლერი, საქართველოს ბიტკოინის იმ ქარხნების მოსანახულებლად ეწვია, რომელიც ელექტროენერგიის იაფი და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.

ჟურნალისტი თბილისში მდებარე ბიტკოინების ქარხანასაც ეწვია, სადაც მას ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორად აქ მოდის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი.

სტატიის ავტორის თქმით, საწარმო სპეციალურ თავისუფალ სავაჭრო ზონაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიისთვის გადასახადებს არ იხდის.

მისივე განცხადებით, საქართველო, ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, მესამე ქვეყანაა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები