BBC-ი კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ხდება ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილების მასობრივი დასაფლავება. ჰერმეტულ კოსტიუმებში ჩაცმული მუშები, უზარმაზარ ორმოში ჩაწყობილ კუბოებს მიწას აყრიან. ეს ადგილი ჰარტ აილენდია, სადაც იმ მიცვალებულებს მარხავენ, რომელთაც ნათესავები არ ჰყავთ და მათი დაკრძალვა არ შეუძლიათ.
ნიუ-იორკის შტატში Covid-19-ის შემთხვევათა რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა და 159 937-ს მიაღწია. გარდაცვლილია 7 000 ადამიანი. მთლიანობაში აშშ-ში დაფიქსირდა 462 000 შემთხვევა და დაიღუპა თითქმის 16 500 ადამიანი.