ჩინეთში უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადება ვირუსით 45 დაინფიცირებულის შესახებ არასწორია და რეალურად დაავადებულთა რიცხვი 1 700-სს აღემატება. ვირუსს დღემდე ჩინეთში 2 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად ქვეყნის სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწებას იწყებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მათი თქმით, ვირუსი ჩინეთის გარდა, იაპონიასა და ტაილანდშიც გავრცელდა.