აშშ-ის წარმომადგენელი თელ ავივში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისთვის ჩავიდა - წერს BBC. გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით პალესტინისა და ისრაელის საკითხებში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰადი ამრი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში ისრაელთან, პალესტინასთან და გაეროს მაღალჩინოსნებთან. ისრაელში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია "მდგრადი სიმშვიდისკენ მუშაობის აუცილებლობის განმტკიცება". მანამდე ისრაელის მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების რამედნიმე დღეში მიღწევის შანსები იზრდება.