ბაზრობა "თერგის" მოვაჭრეების ნაწილი გაიფიცა. დღის განმავლობაში ბაზრობის ტერიტორიაზე იყო სიტყვიერი შელაპარაკება გაფიცულ თანამშრომლებსა და დირექციის წარმომადგენლებს შორის.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა კორონავირუსის გამო ორი კვირით ბაზრობის დაკეტვა და გადასახდელების დროებით შეჩერება. აქციის მონაწილეების თქმით, პროდუქციის რეალიზებას ვეღარ ახდენენ, რადგან მოსახლეობა ვირუსის გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს ერიდება.
რაც შეეხება ბაზრობის დირექციას, ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, ბაზრობის დირექტორს ორი დღის განმავლობაში ჰქონდა მოლაპარაკებები მთავრობასთან, მას ასევე ჰქონდა შეხვედრა ბიზნეს ობუცმენთან და დღის ბოლოს აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის.