ბაზარზე გამოჩნდა კივი, რომელსაც ყვითელი რბილობი აქვს, ამასთან, აღნიშნულ სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდ სახეობას მიეკუთვნება. ამის შესახებ ინფორმაციას East fruit ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კივის საერთაშორისო ორგანზიაციის (IKO) პროგნოზის თანახმად, კივის მოსავალი 2020 წელს სავარაუდოდ, 707 ათასი ტონა იქნება, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მაჩვენებელი. ამასთან, იტალიაში წარმოებამ შესაძლოა, 327 ათას ტონას მიაღწიოს, რაც 3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. საბერძნეთში კი, წელს დაახლოებით, 272 ათას ტონა კივს ელოდებიან, რაც 10%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. წარმოება გაზრდილია, პორტუგალიასა და ესპანეთშიც, თუმცა, საფრანგეთში 6%-ან შემცირებას პროგნოზირებენ.
რაც შეეხება ყვითელ კივს, 2020 წელს იტალიაში მისი წარმოებაც თითქმის, 80 ათას ტონას მიაღწევს, მიუხედავად ყინვებისა. დაბალი ტემპერატურის გამო იტალიაში მწვანე კივის მოსავლიანობა 4% -ით შემცირდა, რის გამოც, ბევრი ფერმერი უკვე უარს ამბობს მის მოყვანაზე და არჩევანს ყვითელ კივზე აკეთებს. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი ბევრად გამძლე და სწრაფად მზარდია, ყვითელ კივზე მოთხოვნა უფრო დიდია.