ჰოლანდიურმა კომპანიამ „სინგენტამ“ ბაზარზე ახალი სახის კოქტეილის პომიდორი - Yoom-ი გამოიტანა. ამ ე.წ. კოქტეილის პომიდორს მეწამული ფერის კანი აქვს, რბილობი კი წითელი და ფორთოხლისფერია. ახალი სახის პომიდორი „სინგენტამ“ სპეციალური სელექციის მეთოდით მიიღო და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მან პოპულარობა ბაზარზე გამოსვლიდან მალევე მოიპოვა. Yoom-ის გემური თვისებები ტრადიციული პომიდვრისგან განსხვავებულია, მას როგორც მწარე, ასევე ტკბილი გემო აქვს. სწორედ ამიტომ მას კოქტეილის პომიდორს უწოდებენ.
ამ ეტაპზე Yoom-ი ესპანეთში, საფრანგეთში, დანიაში, იტალიაში, ბელგიაში, საბერძნეთსა და ავსტრალიაში იყიდება. უკვე უახლოეს მომავალში კი „სინგენტა“ ინოვაციური პროდუქტის ექსპორტირებას შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გეგმავს.
მეწამული პომიდორი ექსპერტთა მიერ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ინოვაციური პროდუქტი, რომელიც Fruit Logistica 2020 საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი.