მსოფლიო ბაზარზე ღია ვარდისფერი მარწყვი და ჟოლო გამოჩნდა. როგორც East fruiT წერს, პროდუქტი ამერიკულმა კომპანიამ Driscoll's-მა წარადგინა. ამასთან, პროდუქცია ბრენდის - Rosé Berries ქვეშ იყიდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის Driscoll's -ის რიგით მეორე ბრენდი, პირველი კი - Sweetest Batch იყო. აღნიშნული სახელით, მსოფლიოში ყველაზე ტკბილი მარწყვი იყიდება.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, „Rosé Berries და Sweetest Batch ბრენდების დანერგვით მათ ახალი ჯიშების განვითარება სურთ. სელექციონერების აზრით, პროდუქტი არა მხოლოდ სასიამოვნო ფერით, გემოთი და ტექსტურით, არამედ, სრულიად ახალი არომატითაც გამოირჩევა.