ევროპაში ვაშლის ახალი სახეობა სახელწოდებით - Kissabel-ი გამოჩნდა. პროექტის პარტნიორებმა საფრანგეთსა და შვეიცარიაში უკვე დაიწყეს KissabelOrange-სა და KissabelYellow-ს მოსავლის აღება.
FruitNews-ის ცნობით, KissabelOrange-ს აქვს ნარინჯისფერ-ვარდისფერი კანის ფერი, ხოლო, KissabelYellow-ს მოყვითალო, შიგთავსი კი ორივე შემთხვევაში ვარდისფერია. როგორც East fruit წერს, პროდუქტის გამორჩეული თვისება მის სიტკბოში მდგომარეობს.
პროექტის ხელმძღვანელების თქმით, Kissabel-ი რამდენიმე სახეობას მოიცავს, მათ შორის არის ასევე KissabelRred, რომლის აღებაც შვეიცარიაში ოქტომბერში დაიწყება და ევროპის ბაზარზე გამოჩნდება. ამ დროისთვის გაყიდვაშია KissabelOrange, რომელიც იტალიასა და გერმანიაშია მოყვანიალი.