ინდოელებმა, ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ბანანისგან ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმლის წარმოება დაიწყეს. ტრადიციულისგან განსხვავებით, ასეთი ფეხსაცმელი მაქსიმუმ, 2 წელში იშლება. ამის შესახებ ინფორმაციას ruit-inform ავრცელებს.
ფეხსაცმლის დასამზადებლად, მწარმოებლები იყენებენ წრიული ეკონომიკის მოდელს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ბანანის მოსავლის აღება ტონობით ნარჩენებს ტოვებს. შედეგად, ღეროების 40%-ის გადაყრა ხდება. ეს მაშინ, როდესაც მისი გამოყენება სრულიად შესაძლებელია, ისე რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს.
სტარტაპი თავის ბრენდის განვითრებას სპეციალური კამპანიით უწყობს ხელს, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ ჩააბარონ საკუთარი ძველი ფეხსაცმელი და სანაცვლოდ ახალი ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმლის შესაძენად, მიიღონ 10 ევრო.