საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 18 აგვისტოს განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანი კრედიტზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.
2019 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2020 წლის იანვარში - 46 მისო იყო რეგისტრირებული; მარტ-აპრილ-მაისში მათი რიცხვი 43 იყო; 24 ივლისs - 41-ი იყო, აგვისტოს მონაცემებით კი ბაზარზე მხოლოდ 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.