ბავშვთა უფლებების დაცვის 2017 წლის ინდექსში საქართველო 0,736 ქულით მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 77-ე პოზიციაზეა. KidsRights Foundation-ის ინდექსი UNICEF-ისა და გაეროს კომიტეტის მონაცემებს ეყრდნობა. ინდექსი ხუთ მთავარ ინდიკატორს აერთიანებს: სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, უსაფრთხოების უფლება და ბავშვის უფლებების დაცვისთვის ხელსაყრელი გარემო. თითოეული ინდიკატორი რამდენიმე რიცხობრივ და ხარისხობრივ კრიტერიუმს (მთლიანობაში 23-ს) მოიცავს. მაგალითად, სიცოცხლის უფლების სფერო შეიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა, სიკვდილიანობა 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, დაბადებიდან სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და დედათა სიკვდილიანობის რიცხვი.