ვინ არის პასუხისმგებელი, ამაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შესახებ დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა. გიორგი ალიბეგაშვილმა "ბავშვთა სამყარო" და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია დროული გამოძიება.ალიბეგაშვილის თქმით, საკრებულო და მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ადამიანებისთვის თანაგრძნობის აღმოჩენა.