პარლამენტის შენობის წინ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეების მორიგი აქცია იმართება. დაზარალებულების მოთხოვნები უცვლელია. ისინი პირველად კომპენსაციას - 5000 ლარს და საბანკო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ. მოვაჭრეები უკვე 37-ე დღეა შიმშილობენ.