"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა მორიგი აქცია გაიმართა მთავრობის კანცელარიასთან, თავდაპირველად მათ აქცია პარლამენტის შენობის წინ გამართეს, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნაა, 5000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების მიღება. გარდა ამისა, დაზარალებულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, ზარალის კომპენსაციას, ხოლო ბანკებს სესხის პროცენტის ერთი წლით გადავადებას სთხოვენ. "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები 20 მარტს თბილისის მერიასთან შეკრებას აპირებენ. დაზარალებულები მერიისგან წერილობითი ფორმით დადასტურებულ თანხმობას ითხოვენ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვის დადგმასთან დაკავშირებით.