„ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის საკრებულოსთან ერთჯერადი დახმარებების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი იმ განცხადების პასუხს ელოდებიან, რომელიც თბილისის საკრებულოში მათი საქმის განხილვის მიზნით შეიტანეს.შეკრებილები საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.