"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ადვოკატის თქმით, საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძის მხრიდან დაზარალებულების მისამართით "მუქარის ზარები ისმის". როგორც ადვოკატმა ფრიდონ სუხიაშვილმა განმარტა, რიმა ბერაძე დაზარალებულებს დაეკონტაქტა და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები 3000-ლარიან კომპენსაციას არ დათანხმდებიან, ისინი მათ აღნიშნულ თანხასაც არ გადასცემენ. ფრიდონ სუხიაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება არის სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი.