"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან ერთად ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქციას გამართეს. დაზარალებულების ინფორმაციით, მათ 90%-ს კომერციულ ბანკებში სესხი აქვთ, რომელიც 6 თვით გადაუვადდათ, თუმცა ახლა პროცენტები ერთიანად დაერიცხათ. ისინი აცხადებენ, რომ ერთ თვეში აღსრულება და ბინებიდან გამოსახლების პროცესი დაიწყება. ისინი საბანკო ვალების ერთი წლით გადადებას ითხოვენ.