"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით "ბავშვთა სამყაროს" შენობა დააყადაღეს, - მისივე სეფასებით აღნიშნული ქმედება წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ვიდრე "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები და მომჩივანები არსებობენ, არ მოხდება შენობის გასხვისება.ზაზა ხატიაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სამართლის აღსრულებისთვის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გამართვა უწევთ.