"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავარი პროკურატურისგან მოითხოვენ, მოხდეს შენობაში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, დარჩენილია 12 მოვაჭრე, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. გარდა ამ მოთხოვნებისა, აქციის მონაწილეები პროკურატურას სთხოვენ სააქციო საზოგადოება ”ბავშვთა სამყაროს” ანგარიშების დაყადაღებას, ვიდრე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.