სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაცია სრულად გრძნობს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ეს განცხადება "ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებთან გააკეთა. გიორგი მაჭავარიანის
წინასწარი მონაცემებით, ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია მედიას და პოლიტიკოსებს თხოვნით მიმართავს, შექმნილი ვითარების პოლიტიკურ ჭრილში გადატანისგან თავი შეიკავონ. "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განმარტავენ რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. როგორც ისინი აღნიშნავენ, ღამის საათებში დაცვა სისტემატურად ამოწმებს ტერიტორიას, ასევე იკეტება ყველა კარი. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ადმინისტრაცია თავდაპირველად აცხადებდა რომ მათ მოვაჭრეების კომპენსაციის საშუალება არ აქვთ.