"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული 30 ადამიანი თბილისის საკრებულოში შეუშვეს. ისინი თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათი მოთხოვნების შესახებ ისაუბრებენ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის მიზეზიც აქციის მონაწილეების მიერ მოტანილი კარვები გახდა, რომელთა დადგმაც მათ საკრებულოს წინ უნდოდათ.
იხილეთ: