ე.წ. "ბავშვთა პორნოგრაფიის" საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პროკურატურის ცნობით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ე.წ "ბავშვთა პორნოგრაფიის" საქმეზე ავსტრალიისა და საქართველოს მოქალაქეები დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში.
5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებისთვის ორგანიზებულ ჯგუფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით წარედგინა.
საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება.