არასრულწოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც პალიტრანიუსმა გაარკვია ერთ-ერთი დაკავებული გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პედაგოგია, ვისთანაც 9 თვის განმავლობაში სწორედ ის ამერიკელი პედაგოგი ცხოვრობდა, რომელიც ბავშვთა პორრნოგრაფიის ბრალდებით 2 თვის წინ დააკავეს. როგორც დაკავებულის დედამთილმა განაცხადა მისი რძალი ბრალს არ აღიარებს და პოლიციამ ის უკანონოდ დააკავა. შეგახსენებთ ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებისა და გავრცელების საქმეზე შსს-მ კიდევ 11 პირი დააკავა, მათ შორის არიან არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგები.