შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია აშშ-სა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების დახმარებით განხორციელდა. დაკავებულთა შორის არიან შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და საქართველოს მოქალაქეები. ისინი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები არიან.
დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაბმული ბავშვების ასაკი 8-დან 14 წლამდეა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულებს კი 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.