ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი ოფიციალურად წარედგინა .დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბრალად მძევლად ხელში ჩაგდება (სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედებათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მათ არასრულწლოვანი გოგონას მძევლად აყვანას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა გოგონა ვალის სანაცვლოდ წაიყვანეს.
იხილეთ: ბავშვის გატაცების ბრალდებით, ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს - რას ჰყვება ბავშვის დედა?