ადამიანის კვება მისი მუცლადყოფნიდან იწყება, ამიტომ ორსული დედა ბუნებრივია ჯანსაღად უნდა იკვებებოდეს. უკვე ბავშვის დაბადების შემდეგ კი მშობელი უშუალოდ იწყებს მის კვებაზე ზრუნვას. დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ, რატომ არის დედის რძე შეუცვლელი, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ კი მას არ აქვს საკმარისი რაოდენობით რძე. რა შემთხვევაში ხდება რძის შემცველელი ფორმულის მიცემა ბავშვებისთვის და როდიდან უნდა შეემატოს ბავშვის რაციონს ახალ-ახალი საკვები, ასევე შევეცდებით გავარკვიოთ, როგორი უნდა იყოს ხარისხიანი საბავშვო საკვები და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული პროდუქციის შეძენისას, რომ თქვემა პატარამ გემრიელთან ერთად სასარგებლო საკვები მიიღოს.