თანამედროვე შეხედულების თანახმად, ტერფის განვითარებას ხელს უწყობს ფეხშიშველი სიარული. სჯობს ბავშვი სახლში ფეხშიშველა იყოს, ოღონდ იმ პირობით, თუ შესაბამისი სითბო გაქვთ და იატაკი ძალიან ცივი არ არის. ბავშვს ტერფის თაღი თავდაპირველად არ აქვს გამოხატული, იგი ბრტყელია. როცა ბავშვი დგას ან ენერგიულად დადის უსწორმასწორო ან უხეშ ზედაპირზე, ეს ფეხის კუნთების განვითარებასა და გამაგრებას უწყობს ხელს. თუ თქვენი ბავშვი მუდამ გლუვ, სწორ იატაკზე დადის და ფეხზეც მუდამ ფეხსაცმელი აცვია (მით უმეტეს - მაგარძირიანი), ტერფის კუნთები სუსტდება და თავს იჩენს ბრტყელტერფიანობა. ფეხის კუნთებს მუშაობის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ექიმები მშობლებს ურჩევენ, პირველად ნახევრად მაგარძირიანი ფეხსაცმელები ჩააცვან. ფეხსაცმელები და წინდები თავისუფლად უნდა ჰქონდეს ფეხზე, რათა ფეხის თითები არ მოეკეცოს; მაგრამ არც ისე დიდი ზომისა, რომ ბავშვი სიარულის დროს წაიქცეს.
როცა ბავშვი ცდილობს ფეხზე დადგომას დამოუკიდებლად, უკვე საჭიროა მისთვის ფეხსაცმელი. ბავშის პირველი ფეხსაცმელი უნდა იყოს წინ დახურული და კოჭებამდე, რათა არ მოხდეს ფეხის ამოტრიალება.