ბავშვებში ჭარბი წონა ხერხემლის ნაადრევ დეგენერაციას იწვევს. სამხრეთ ამერიკის რადიოლოგიის საზოგადოებისა და ნიუ იორკის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა სხეულის მასის ინდექსსა და ხერხემლის ანომალიებს შორის კავშირი დაადგინეს. გამოკვლევა ჩაუტარდა 12-დან 20 წლამდე ასაკის 188 მოზარდს, რომლებიც არატრავმული წარმოშობის ზურგის ტკივილს უჩიოდნენ და ამის გამო ოთხი წლის განმავლობაში ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. პაციენტთა 52%-ს ხერხემლის ქვედა ან წელის ნაწილში ცვლილებები აღმოაჩნდა. მათი უმრავლესობა ხერხემლის მალათაშორის დისკებში იყო ლოკალიზებული. დისკების დაზიანებისას კი, როგორც ცნობილია, ხდება ნერვზე ზეწოლა, რაც ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. კვლევებით აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მაღალია სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო მეტია ხერხემლის ანომალიის განვითარების ალბათობა.