სულ უფრო მეტი მშობელი აძლევს შვილს ნებას თავისუფლად ითამაშონ და მოიხმარონ მობილური ტელეფონები და ტაბლეტები. ცინცინატის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში მოხმარება უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის თეთრ მატერიაზე, რომელიც წამყვან როლს ასრულებს მეტყველებისა და წერითი უნარების განვითარებაში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს 2-3 წლის 47 ბავშვის თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათები. იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით იყენებდა ბავშვი გაჯეტებს, ტვინში თეთრი ნივთიერების მოცულობის რაოდენობები იცვლებოდა: "ბავშვებს, რომლებიც სმარტფონს ან ტაბლეტს მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, დღეში ერთ საათზე მეტხანს იყენებდნენ, ტვინის ნაკლებად განვითარებული სტრუქტურები აქვთ", - წერია კვლევაში.