კომპანია Google, რომელიც ვიდეო ჰოსტინგ YouTube-ის მფლობელი კომპანიაა, რეკორდულად მაღალ - 150-200 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
„როიტერსის“ ცნობით, დაჯარიმების მიზეზი გახდა პრეტენზია, რომლის მიხედვითაც ვიდეო ჰოსტინგი არასრულწლოვნების მონაცემთა შეგროვებას მათი მშობლების თანხმობის გარეშე აწარმოებდა.ეს ჯარიმა გახდება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯარიმა, რომელიც ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევის გამო ოდესმე დაუწესებიათ.
ცნობისთვის, ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, კომპანიები ვალდებული არიან 13 წლამდე მოზარდებზე ინფორმაციის შეგროვებისას თანხმობის მისაღებად მათ მშობლებს მიმართონ, თუმცა, ამ წესს ყველა არ იცავს. მაგალითისთვის, იმავე ბრალდებით 2019 წლის თებერვალში იმ დროისთვის რეკორდულად მაღალ 5 მილიონ 700 ათასი დოლარით სერვისი TikTok-ი დაჯარიმდა.