მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ. როგორც ბავშვის ახლობლებმა განაცხადეს, 13 წლის ბიჭი გუშინ ქუთაისში, სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.