გათითოკაცებულ პატრიოტებში იყო დუმილი, რომელიც ორატორობაზე მეტს ამბობდა. შეგუბებულმა თავშეკავებამ საქართველოს მებრძოლებში მთელი სიმძლავრით იხუვლა მაშინ, როცა საბჭოთა ელიტამ ქართული მიწები აზერბაიჯანსა და თურქეთს გადაულოცა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში პარტიზანულ ბრძოლებს მართავდნენ პატრიოტები. აჯანყებებმა იჩინა თავი და მათ დასახშობად სისხლიანები უკან არ იხევდნენ. უფრო მიზანსწრაფულად საზარელი შიშის დანერგვის გზით ცდილობდნენ ბოლშევიკები ეროვნული სულისკვეთების ჩახშობას. საბჭოურ სპეც. ოპერაციას ემსვერპლნენ თავადი ფალავანდიშვილები. თავადი ვარლამ ფალავანდიშვილი, მისი ნათესავები და უახლოესი ადამიანები დახვრიტეს ჩეკისტებმა.