ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - Palitra News

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2018-06-25 10:14:30+04:00

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ცხედარი უკვე ნაპოვნია. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია.