ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია გაორმაგდა - Palitra News

ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია გაორმაგდა

2020-08-18 10:22:30+04:00

ივლისში ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის კვლევის მიხედვით, ივლისში ბათუმში 1 092, ივნისში კი მხოლოდ 528 ბინა გაიყიდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2020 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია კვლავ შემცირებულია. კერძოდ, 2019 წლის ივლისში ბათუმში 1 255 ბინის რეალიზება მოხდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობით 1 350 ერთეული უძრავი ქონება ბათუმში 2018 წლის თებერვალში გაიყიდა, ყველაზე მცირე რაოდენობით 50 ბინა 2020 წლის აპრილში.