ბათუმში თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, რომელმაც სხეულის 90- პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა. დაშავებული კლინიკა „მედინადან“ 18 აგვისტოს თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადის. მას სხეულის 32 % დამწვარი აქვს.ბათუმში, რამდენიმე დღის წინ გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურში აფეთქება მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს.