ბათუმში უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით სტადიონი შენდება, რომელიც 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. დამონტაჟდება რამდენიმე შესასვლელი, რომელსაც, მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და ვიპ კლიენტების მომსახურებისთვის გამოიყენებენ. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში იგეგმება.