შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში სიმამრის მიერ ყოფილი სიძის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული პირია დააკავებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 25 აგვისტოს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის ყოფილი სიძე, დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.