საქართველოს 19 ივლისს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ვლადიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმის საერთასორისო კონფერენცია დღეს გაიხსნება და ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.
სესიის მსვლელობისას, განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.